შევასწავლი ფრანგულ ენას მიზანდასახულ და მონდომებულ მოსწავლეებს — როგორც დამწყებებს, ისე მათ, ვისაც უკვე აქვს ფრანგული ენის ცოდნა და მისი გაუმჯობესება სურს. ჩაბარებული მაქვს ფრანგული ენის ცოდნის საერთაშორისო გამოცდები, ამჟამად ვცხოვრობ საფრანგეთში, სადაც ყოველდღიურად მაქვს აქტიური კომუნიკაცია ფრანგულენოვან გარემოში, რაც მაძლევს შესაძლებლობას, მოსწავლეებს არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პრაქტიკული და ყოველდღიური ფრანგულიც შევასწავლო. მაქვს ფრანგული ენის ყველა დონის პროფესიონალური სახელმძღვანელოები და დამატებითი სასწავლო მასალები, რაც საშუალებას მაძლევს, თითოეული მოსწავლის საჭიროებების, დონისა და მიზნების შესაბამისად შევიმუშაო ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა. გაკვეთილების მეთოდიკა შეირჩევა ინდივიდუალურად — მოსწავლის დონის, მიზნებისა და პროგრესის გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სწორ გამოთქმას, გრამატიკას, ლექსიკურ მარაგს, საუბრისა და წერითი უნარების განვითარებას. ასევე ვამზადებ მოსწავლეებს DELF-ის საერთაშორისო გამოცდებისთვის (A1–B2),